ნეტგაზეთი | კლანური მმართველობა არ არსებობს, არსებობს მოსამრთლეების იდეური ერთობა — გვრიტიშვილი კლანური მმართველობა არ არსებობს, არსებობს მოსამრთლეების იდეური ერთობა — გვრიტიშვილი – Netgazeti
RU | GE  

კლანური მმართველობა არ არსებობს, არსებობს მოსამრთლეების იდეური ერთობა — გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში არა ე.წ. მოსამართლეთა კლანი, არამედ მოსამართლეთა იდეური ერთობა არსებობს.

“კლანური მმართველობა არ არსებობს, არსებობს კანონმდებლობის საფუძველზე, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პირობებში შექმნილი იდეური ერთობა მოსამართლეების, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული მოსამართლეების, რომლებიც ისევ და ისევ კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებენ გარკვეულ უფლებამოსილებებს, რაც თავის თავში მოიაზრებს სასამრთლო სისტემის ორგანიზაციულ ადმინისტრირებას და მოსამართლეთა დანიშვნას, დაწინაურებას და ა.შ.”, — განაცხადა გვრიტიშვილმა.

გუშინ, 8 აპრილს, ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა, სადაც  მიესალმება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების ინიციატივას, თუმცა იმედგაცრუებულია პარლამენტის მიერ ამ ცვლილებების ნაჩქარევად, ფართო კონსულტაციების გარეშე მიღების გამო.

ევროკავშირის მოუწოდებს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად ითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს.

EU: მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა დახმარების მიღების პირობაა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი