უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ფაიზერის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 10 მილიონ დოზას მიიღებს.
ამის შესახებ მან თვითერის პოსტში განაცხადა.
“უკრაინამ ვაქცინის 10 მილიონი დოზის მიღებასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა მნიშვნელოვან კონტრაქტს ფაიზერთან. მე ალბერტ ბოურლას [ფაიზერის დირექტორი] მადლიერი ვარ, რადგან ჩვენ შორის გამართული საუბრის შემდეგ მან შეასრულა თავისი სიტყვა და პანდემიის ამ რთულ დროს გააკეთა ყველაფერი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად”, – ნათქვამია პრეზიდენტის პოსტში.
Ukraine has signed an important contract with @Pfizer for the supply of 10 million doses of vaccine. I am deeply grateful to @AlbertBourla that after our conversation he kept his word and did everything to help the citizens of ?? in this difficult time of the pandemic
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 6, 2021
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა რუსულ ვაქცინას არ გამოიყენებს. თებერვლის თვეში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, რათა უკრაინისთვის ვაქცინების მიწოდების საქმეში დახმარება აღმოეჩინათ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1,784 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 35 000-ზე მეტი ადამიანი.