ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებისა და სკოლების დახურვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, გაზრდილი შემთხვევების ფონზე, მთავრობა ხომ არ გეგმავს ისევ სკოლების დაკეტვას.
“ზოგადად, ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგა, ვეცდებით, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ბაღები და სკოლები. მათი რისკი მაღალია ეპიდემის გავრცელების შემთხვევაში, თუმცა მათი დახურვის გადაწყვეტილება არის ძალიან რთული [მისაღები]. თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირებისა და სხვა წესების დაცვის ფონზე”, – აცხადებს გაბუნია.
დღეს, 6 აპრილს, ქვეყანაში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში სულ 24 592 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 18 536 ანტიგენის, 6 056 კი- PCR ტესტი იყო. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 2.32 %.