ნეტგაზეთი | რთულია, ვიმსჯელოთ IRI-ის შედეგებით, იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა კვლევის შემდეგ — სამადაშვილი რთულია, ვიმსჯელოთ IRI-ის შედეგებით, იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა კვლევის შემდეგ — სამადაშვილი – Netgazeti
RU | GE  

რთულია, ვიმსჯელოთ IRI-ის შედეგებით, იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა კვლევის შემდეგ — სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი IRI-ის ახალი კვლევის შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ კვლევის შედეგებზე მსჯელობა რთულია, რადგან გამოკითხვის ჩატარების შემდეგ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.

IRI-ის გამოკითვხის თანახმად, პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტს 60% არ ეთანხმება. სამადაშვილის თქმით, საზოგადოებას ურჩევნია, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს.

თუმცა ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ამავე კვლევის თანახმად,, მოსახლეობის ნახევარი ვადამდელ არჩევნებს ეთანხმება, ნახევარი კი, არა. სამადაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტი უნდა ჩატარდეს.

“რთულია, რომ ვიმსჯელოთ ამ კვლევის შედეგებით, იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა კვლევის ჩატარების შემდეგ[…] საზოგადოებას, ცხადია, ურჩევნია, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან აშკარად გაყოფილი და, შეიძლება ითქვას, ფაქტიურად ჩვენი ამომრჩევლის ნახევარს სურს, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი ვადამდელი არჩევნები. ეს კიდევ აჩვენებს იმას, რომ პოლარიზება საზოგადოებაში არის საკმაოდ მაღალი და ალბათ, ადასტურებს ყველაზე კარგად ჩვენს წინადადებას, რომ ჩავატაროთ პლებისციტი და საზოგადოებრივმა გამოკითხვამ გადაწყვიტოს, ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში არჩევნები”, — განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიციის ბოიკოტს 60% არ ეთანხმება – IRI-ის კვლევა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი