ახალი ამბები

ქართველები გერმანიაში სატაცურის მოსავალს აიღებენ – Die Welt

6 აპრილი, 2021 • 1042
ქართველები გერმანიაში სატაცურის მოსავალს აიღებენ – Die Welt

გერმანული გაზეთის, DIE WELT-ის (მსოფლიო), ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში სოფლის მეურნეობის სფეროში სეზონურ სამუშაოებში ჩაერთვებიან, სატაცურის მოსავლის აღებაში მიიღებენ მონაწილეობას.

გაზეთის ცნობით, წელს შრომითი მიგრანტების ტრადიციული ქვეყნებიდან შედარებით ნაკლები ადამიანი ჩადის გერმანიაში სამუშაოდ, რაც ძირითადად გადაადგილების შეზღუდვის დაწესებითა და პანდემიითაა გამოწვეული.

სტატიაში, რომელიც 5 აპრილს გამოქვეყნდა, ასევე ნათქვამია, რომ ადგილობრივი ფერმერები თავდაპირველად სეზონურად დასაქმებულთათვის სამუშაო დღეების კვოტის გაზრდას 115 დღემდე ითხოვდნენ, ნაცვლად 70 დღისა, რაც საბოლოოდ ნაწილობრივ გაიზიარა ფედერალურმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და კვოტად 102 დღე განისაზღვრა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ჯულია კლოხნერის განცხადებით, მიღებული გადაწვეტილება დააზღვევს ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია მიიღოს.

გერმანიაში სატაცური პოპულარული ბოსტნეულია. წელს მოელიან, რომ კილოგრამი დაახლოებით 20-25 ევრო ეღირება.

ფოტო გარეკანზე: picture alliance / Eibner-Presse


300-მდე ვაკანსია უკვე არის შემოსული, აპრილში გერმანიაში, სავარაუდოდ, 65-მდე ადამიანი გაემგზავრება – ველთაური

მასალების გადაბეჭდვის წესი