ახალი ამბები

„რიონის ხეობის მცველებმა“ ნამახვანჰესის წინააღმდეგ კარავი გუმათშიც აღმართეს

4 აპრილი, 2021 • 887
„რიონის ხეობის მცველებმა“ ნამახვანჰესის წინააღმდეგ კარავი გუმათშიც აღმართეს

მას შემდეგ, რაც პოლიციამ „რიონის ხეობის მცველებს“ ნამოხვანისკენ, — სადაც პროტესტის ძირითადი კერაა, — გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცა, მათ ნამახვანჰესის წინააღმდეგ კარავი გუმათშიც აღმართეს.

დემონსტრანტები ამ ნაბიჯით საპროტესტო დემონსტრაციების მეორე კერას ქმნიან — როგორც თავად აცხადებენ, მანამ, სანამ ნამოხვანისაკენ გზა არ გაიხსნება.

ახალი კარავი გუმათში. ფოტო. გივი ავალიანი/ნეტგაზეთი. 04.04.2021

„ხელისუფებას არა აქვს საფუძველი, შეგვიზღუდოს გადაადგილება ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილამდე მისასვლელად. ამიტომ, დღევანდელი შეკრება ამ მოთხოვნას ემსახურება, — გაგვითავისუფლონ გზა და გადავაადგილდეთ შეუზღუდავად“, – უთხრა დემონსტრაციის სპიკერმა ვარლამ გოლეთიანმა „ნეტგაზეთს“.

ნახეთ ასევე:

ვემზადებით აქციისთვის თბილისში, ხელისუფლებამ საღად უნდა შეაფასოს პროცესი – გოლეთიანი

სოფელ გუმათში “კომენდანტის” დარღვევისთვის დაგვაჯარიმეს: “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები

მასალების გადაბეჭდვის წესი