ახალი ამბები

კორონავირუსი: კასპის სამ სოფელში სპეციალური ზომები ამოქმედდა

2 აპრილი, 2021 • 812
კორონავირუსი: კასპის სამ სოფელში სპეციალური ზომები ამოქმედდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში- იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში- პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ტესტირება.

“შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები”,-აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

ბოლო 24 საათში  ქვეყანაში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2.15% შეადგინა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 646 ტესტი, მათ შორის, 14 659 კვლევა ანტიგენის ტესტით ჩატარდა, 9 987 კი- PCR მეთოდით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი