ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს, 2 აპრილს, 18:00 საათიდან 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს კორონავირუსის ვაქცინაზე რეგისტრაცია შეეძლებათ. უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი კი 5 აპრილიდან დაიწყება.
“დღეს, 6 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წლის ზემოთ პირებისთვის, რომლებიც რიგში ჩაეწერებიან, ხოლო აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან. ანუ 6 საათზე 55 წელს ზემოთ პირები უკვე შეძლებენ ვაქცინაციის პროგრამაში ჩაწერას მთელი ქვეყნის მასშტაბით”,-აცხადებს გაბუნია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 2 აპრილის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით 8909 ადამიან აიცრა, მათგან 6 893 “ასტრაზენეკას” ვაქცინა, ხოლო 2016 “ფაიზერის” იყო.