ახალი ამბები

დღეს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შევხვდი – ანა დოლიძე

1 აპრილი, 2021 • 952
დღეს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შევხვდი – ანა დოლიძე

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ დღეს, პირველ აპრილს, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდა.

მისი თქმით, შეხვედრა ოფიციალური ხასიათის არ ყოფილა, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

“დღეს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შევხვდი. შეხვედრის სტატუსი იყო არაოფიციალური, ამიტომ დეტალებს ვერ გავასაჯაროებ. თუმცა ვიტყვი იმას, რომ ვიმსჯელეთ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე”,  – წერს ანა დოლიძე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპალრამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება, გუშინ, 31 მარტს გავრცელდა. “მთავარი არხმა” გაავრცელა ფოტო, სადაც ვიოლა ფონ კრამონი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, სალომე სამადაშვილს ხვდება. ვიოლა ფონ კრამონის ფოტო გაავრცელა “ფორმულამაც”.

უცნობია, რა მიზნით იმყოფება ევროპარლამენტარი საქართველოში, თუმცა საგულისხმოა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი დროში დაემთხვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრის უშედეგოდ დასრულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი