ახალი ამბები

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტი თავის დღის წერსიგში მოაქცია — ღარიბაშვილი პოზნერზე

1 აპრილი, 2021 • 482
“ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტი თავის დღის წერსიგში მოაქცია — ღარიბაშვილი პოზნერზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის საქართველოში კანონის დაცვით შემოვიდა.

“ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აგრეთვე არის ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით, ეს იყო მისი კერძო ხასიათის მორიგი ვიზიტი. ამასთანავე, მთავრობის დადგენილებით, მას და მის თანმხლებ პირებს ე.წ. კოვიდპასპორტი, ასევე უარყოფითი პასუხი პისიარ ტესტზე, შესაბამისად, ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში. რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის, არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს, ღარიბაშვილმა ეს ენმ-სთან დააკავშირა და თქვა, რომ ენმ-მ მოვლენები თავიანთი დღის წერსიგის ფარგლებში მოაქცია.

“მოგეხსნებათ, რომ ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ — “ნაციონალურმა მოძრაობამ” და, როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც ენმ-ის და სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის  და, მოგეხსნებათ, რა დიდი მნიშვენელობა აქვს ამ ვითარებაში ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას. რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელია ენმ-ის ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად ცსდება ცივილიზებულ ფორმას”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი