ახალი ამბები

პირველადი მოკვლევით, ვაქცინაციასთან კავშირი არ დგინდება — ტიკარაძე ექიმის გარდაცვალებაზე

31 მარტი, 2021 •
პირველადი მოკვლევით, ვაქცინაციასთან კავშირი არ დგინდება — ტიკარაძე ექიმის გარდაცვალებაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ რეგულირების სააგენტოს პირველადი მოკვლევით, არ დგინდება კავშირი ვაქცინაციასა და “მედ კაპიტალის” ექიმის გარდაცვალებას შორის.

ტიაკრაძის თქმით, რეგულირების სააგენტო ადგილზე იმყოფება და მოკვლევას აგრძელებს:

“რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკლვევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის დადგენილი არ არის. რეგულირების სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკლვევა” ,— ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

დღეს, 31 მარტს, “მთავარმა” არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “მედ კაპიტალის” ექიმი აცრიდან 2 კვირის შემდეგ დაიღუპა. აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” კლინიკას დაუკავშირდა. “მედ კაპიტალის” მიმღებში გვითხრეს, რომ მათთვის უცნობია ექიმის გარდაცვალების მიზეზი, ასევე არ იცოდნენ, როდის აიცრა ექიმი COVID-19-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი