საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის, არჩილ თალაკვაძის ცნობით, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმდჯომარე ქვეყანა გახდა.
„საქართველო გახდა ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც თავის მხრი, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციას და ამ სექტორში კიდევ უფრო მეტი პლანტაციის გაშენებას“,- განაცხადა თალაკვაძემ სიღნაღის რაიონში გაშენებული ზეთისხილის პლანტაციისა და ზეითუნის ზეთის საწარმოს დათვალიერებისას.
თალაკვაძემ ასევე განმარტა, რომ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ის სექტორია, რომელიც ორიენტირებულია ექსპორტზე. პარლამენტის ცნობითვე, ზეითუნის ზეთის აღნიშნულ საწარმოში 350-ე ადამიანია დასაქმებული და სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და კერძო ინვესტიციით გაშენდა.
რაც შეეხება ზეთისხილის ასოციაციას, როგორც ოფიციალურ საიტზე წერია, საქართველო ამ ასოციაციის თავმდჯომარე ქცეყანა 2020 წელსაც იყო. აქვე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვადის გახანგრძლივების შესახებ ინიციატივა ამჟამინდელ თავმდჯომარეს, გიორგი სვანიძეს ეკუთვნის.