ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 171 შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები 14 298 ტესტის საფუძველზე გამოვლინდა, რომელთაგან  8547 კვლევა ანტიგენის და 5 751  PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.66 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.6%. ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 280 472-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 765 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში – 84 შემთხვევა
  • აჭარა – 21
  • იმერეთი – 22
  • ქვემო ქართლი – 15
  • შიდა ქართლი – 5
  • გურია – 4
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9
  • კახეთი – 6
  • მცხეთა-მთიანეთი – 4
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.