ახალი ამბები |

ველურ ბუნებაში 40 ხოხობი გაუშვეს

28 მარტი, 2021 | | 603
ველურ ბუნებაში 40 ხოხობი გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა 40 ფრთა კოლხური ხოხობი ქობულეთში, ველურ ბუნებში გაუშვეს.

როგორც სამინისტრო აცხადებს, ტერიტორაზე მეთვალყურეობას ადგილობრივ მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებრივი რეინჯერი“ განახორციელებს.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხურ ხოხობს, კაკაბსა და პორფირიონს (ხონთქრის ქათამი) ბუნებაში გასაშვებად ზრდიან. 2020 წელს, ხობში, სოფელ ნოჯიხევში, კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას. მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი