ახალი ამბები

კუბილიუსის განცხადება საბანაძის გადადგომაზე უადგილო იყო – სამხარაძე

26 მარტი, 2021 • 933
კუბილიუსის განცხადება საბანაძის გადადგომაზე უადგილო იყო – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტარ ანდრიუსს კუბილიუსს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მისი აზრით, ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩს ნატა საბანაძეს თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს.

სამხარაძის თქმით, კუბილიუსის ეს განცხადება უადგილოა და ევროპარლამენტარის საქმე არ არის. მისივე თქმით, მას არ სმენია იმის შესახებ, რომ საბანაძის გადადგომას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირება.

“რაც შეეხება დაპირისპირებას, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ, რომ იქ დაპირისპირება არ ყოფილა. ხოლო კუბილიუსის განცხადება კი, ვფიქრობ, რომ საერთოდ უადგილოა და ევროპარლამენტარის საქმე არ არის, საქართველოს ელჩი და მისივე საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორ მოილაპარაკებენ ამა თუ იმ საკითხზე და თანამდებობიდან წასვლაზე”, – განაცხადა სანმხარაძემ.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ მისი აზრით, ევროკავშირში საქართელოს ყოფილი ელჩი ნატა საბანაძე აიძულეს, რომ თანამდებობიდან გადამდგარიყო. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ ისაუბრა.

ვფიქრობ, ნატა საბანაძეს აიძულეს გადამდგარიყო – ანდრიუს კუბილიუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი