კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი მხრიდან მოსალოდნელ ცენზურაზე საუბარი ღიმილს იწვევს. როგორც წულუკიანი ამბობს, მისი მიზანი კულტურის სფეროს ხელშეწყობაა, რაც სისტემის არსებობის გარეშე შეუძლებელია.
“ჩემში იმდენად ღიმილს იწვევს ეს[ცენზურის] შიში[…] თურმე ქალბატონი ინგა გრიგოლია ავითარებს ნარატივს, რომ წულუკიანს უნდა ცენზურა, ოღონდ ვერ აკონკრეტებს, მე რა ბერკეტი მაქვს ცენზურისათვის. ამიტომ ეს სასაცილოა. ისიც უთქვამს თურმე მას თუ სხვას, თეორია ასეთია, რომ მე ვარ ბერია. მინდა ქალბატონ ინგას ვკითხო, სად არის ცენზურა? არ არის ცენზურა, მაგრამ ის, რომ სისტემა შეიქმნება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამ სფეროში არ არსებობს სისტემა. თუ არ იარსებებს სისტემა, ძვირფას მომღერლებს მინდა ვუთხრა, მათ შორის ქალბატონ ანიტას [რაჭველიშვილი], თუ არ იარსებებს სამინისტროს აპარატი, კვალიფიციური კადრებით, თუ არ იარსებებს ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ ვერ იქნებიან ისინი ხელშეწყობილები. ამიტომ, ჩემი მიზანია, მათ ხელი შევუწყო”, – განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, წულუკიანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ კულტურის სფეროში არსებული განსხვავებული აზრით დაინტერესდება და გაიგებს, რა დგას ამ აზრის უკან.
“მე მათ ხელს ვერ შევუწყობ, თუ არ მეყოლება კვალიფიციურ-მიუკერძოებელ ადამიანთა ბიუროკრატიული აპარატი და თუ არ მექნება იმის სურვილი, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის სურვილი მაქვს, რომ მოვიკითხო, მოვისმინო ყველა განსახვავებული აზრი. დავინტერესდე, რა დგას ამ აზრის უკან, ეს არის უბრალო უკმაყოფილება თუ განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრას. რაც არ უნდა ეს ქალბატონ ინგას არ მოსწონდეს და მე ბერიას მეძახდეს, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები იმით, რა დგას ამის უკან”, – განაცხადა წულუკიანმა.
“თუ მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ვეცდები ვნახო, საიდან მოდის ეს აზრი” – წულუკიანი