ახალი ამბები

გურჯაანში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, დაჭრეს კიდევ რამდენიმე

25 მარტი, 2021 •
გურჯაანში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, დაჭრეს კიდევ რამდენიმე

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კაცი მოკლეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ კაცს ცეცხლი მანქანაში გაუხსნეს, რა დროსაც მასთან ერთად თანხმლები პირებიც იყვნენ.

როგორც „მთავარს“ გურჯაანის კლინიკაში უთხრეს, ჭრილობებით საავადმყოფიში სამი ადამიანი შევიდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი