გორის მუნციპალიტეტ სოფელ ქვახვრელში მდინარე მტკვირს ადიდების შედეგად შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე 6 მწყემსი საქონელთან ერთად ჩარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ.
სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფების შესაბამისი მცურავი საშუალებები და მიმდინარეობს მდინარის დონის მონიტორნგი.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მწყემსებს კარავი გაუშალა. ამასთან, მათ თავად არ სურთ ცხოველების დატოვება და მდინარის დონის დაწევას ელოდებიან.