ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გარდაიცვალა. მთავრობის ინფორმაციით, Covid-19-ის 450 შემთხვევა 23 293 ტესტის ჩატარების შედეგად გამოვლინდა, რომელთაგან 13 751 ანტიგენის, 9 542 კი PCR ტესტი იყო.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.59 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.92%. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 278 628 შეადგენს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3722 პირი ემსხვერპლა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისში – 237
- აჭარა – 29
- იმერეთი – 51
- ქვემო ქართლი – 48
- შიდა ქართლი – 22
- გურია – 11
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34
- კახეთი – 11
- მცხეთა-მთიანეთი – 1
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.