ახალი ამბებისაზოგადოება

44%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება — NDI

23 მარტი, 2021 •
44%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება — NDI

NDI-ის გამოკითხულთა 44%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25% კი ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ის აზრით კი, საქართველო საერთოდ არ იცვლება.


NDI-ის ცნობით, აღნიშნული კვლევა ჩატარდა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი