ახალი ამბები

49%-ის აზრით, ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება 50-50% იქნებობდა —  NDI-ის კვლევა

23 მარტი, 2021 •
49%-ის აზრით, ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება 50-50% იქნებობდა —  NDI-ის კვლევა

NDI-ის გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება 50-50% იქნებოდა.

გამოკითხულთა 20%-ის აზრით კი, პარლამენტში 30% ან ნაკლები ქალი უნდა იყოს, 70% ან მეტი კაცი.


დღეს, 23 მარტს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი