ახალი ამბები

36% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 14% — კარგად – NDI

23 მარტი, 2021 • 679
36% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 14% — კარგად – NDI

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 36% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 14% — კარგად, 38% — საშუალოდ, 11%-მა კი არ იცის.

შედარებისთვის, 2020 წლის დეკემბერში პარლამენტის საქმიანობას ცუდად 34% აფასებდა, კარგად კი- 15%.

ამასთან, გამოკითხულთა 50% არ მოელის, რომ პარლამენტის წევრი მის ინტერესებს დაიცავს, 33%-ს კი პალრამენტის წევრისგან მისი ინტერესების დაცვას ელის.

გამოკითხულთა 55% თვლის, რომ პარლამენტის წევრი მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს, 29% არ  მოელის, რომ პარლამენტარი მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს, 15%-მა კი არ იცის.


დღეს, 23 მარტს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი