ახალი ამბები

“ახალ ფრაქციაზე გეგმები ჯერ არ ყოფილა” – ლილუაშვილი გახარიას გადაწყვეტილებას აფასებს

22 მარტი, 2021 • 1160
“ახალ ფრაქციაზე გეგმები ჯერ არ ყოფილა” – ლილუაშვილი გახარიას გადაწყვეტილებას აფასებს

‘ახალ ფრაქციასთან დაკავშირებით გეგმები ჯერ არ ყოფილა” – ეს განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც მედიაში სწორედ ექს-პრემიერთან დაალხოებულ პირად მოიაზრება.

ლილუაშვილი დეპუტატობამდე პრემიერ გახარიას მრჩეველი იყო ეკონიმიკის განხრით.

ლილუაშვილი, ამბობს, რომ მიესალმება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენას.

“გიორგი გახარიამ დღეს გააკეთა განაცხადი და მან თქვა, რომ ის რჩება პოლიტიკაში და მე მივესალმები მის პოლიტიკაში დარჩენას”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილი ჯერ არ ამბობს, იქნება თუ არა გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრი. “ამაზე საუბარი არ ყოფილა. არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. 7 წელია გიორგი გახარიასთან ერთად ვმუშაობ და, შესაბამისად, გადადგომის მერე კონტაქტი მქონდა”, – ამბობს ლილუაშვილი.

მისივე თქმით, ჯერ არ იგეგმება პარლამენტში გიორგი გახარიასთან დაახლოებული დეპუტატების მიერ ახალი ფრაქციის შექმნა. “არანაირი ინფორმაცია და გეგმები ფრაქციასთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი