ახალი ამბები

ჩრდილოეთ კავკასიელები ქართველ მძღოლებს უმასპინძლდებიან

22 მარტი, 2021 •
ჩრდილოეთ კავკასიელები ქართველ მძღოლებს უმასპინძლდებიან

რუსეთის ფედერაციის მხარეს, ყაბარდო-ბალყარეთის, ინგუშეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკებში, უღელტეხილებზე ან ფედერალურ ავტომაგისტრალებზე ამ დრომდე გაჩერებულია რამდენიმე ასეული სატვირთო მანქანა, რომლებიც რუსეთში გადაადგილებას ან/და საქართველოსკენ გამგზავრებას ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ცდილობენ.

სატვირთოების მძღოლებს, მათ შორის ქართველებს, ადგილობრივი კავკასიელი მოსახლეობა საკვებით უკვე რამდენიმე დღეა უმასპინძლდება.

საკვებისა და წყლის დარიგების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალური ქსელით ვრცელდება.

სატვირთოების კოლონა საქართველოსკენ მომავალ გზაზე: ელენა სერვიუკოვა

როგორც სატვირთოების ქართველი მძღოლები ამბობენ, ადგილობრივი მოსახლეობა მათ უანგაროდ ეხმარება, რისთვისაც მადლიერებას გამოხატავენ. “დიდი მადლობა ინგუშ ხალხს. ჩერმეში ვდგავარ და ყველანაირად დაგვეხმარნენ, პატივი გვცეს”, – წერს სატვირთოს ერთ-ერთი მძღოლი ფეისბუქის პროფესიულ ჯგუფში.

მათივე თქმით, მძღოლებს ინგუშებთან ერთად ოსებიც ეხმარებიან.

“მე ურუხზე [უღელტეხილი ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის] ვდგავარ, აქ ოსებს მოაქვთ საკვები, გუშინ ყაბარდო-ბალყარეთიდან გადმოვიდა მიკროავტობუსი და იმათმაც გადმოგვიტანეს საჭმელი, წყალი და პური”, – პასუხობს ნეტგაზეთს ერთ-ერთი მძოლი.

“არდონში საქართველოდან წასულმა ოსმა ბიჭებმა ხარი და ცხვრები დაკლეს. ჩვენ ურუხზე ვიდექით, მანქანები გამოგიგზავნეს, წაგვიყვანეს. 150 კაცზე იყო გაშლილი სუფრა, შემდეგ ისევ უკან წამოგვიყვანეს მანქანებით. ღმერთმა დალოცოს ეს ბიჭები”, – ამბობს კიდევ ერთი მძღოლი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარესაა გაჩერებული.

ინგუში მოსხლეობა ამზადებს საკვებს სატვირთოების მძროლებისთვის. ფოტო: ელენა სერვიუკოვა

დღეს სატვირთოების მძღოლებს საკვები ინგუშური ანსამბლის, “სუნჟას” წევრებმაც მიუტანეს. გავრცელებულ ვიდეოში ისმის ქართული საუბარიც.

“ყველა სტუმრისთვის, რომელიც ინგუშეთში იმყოფება, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”, – ისმის ვიდეოში.

ვიდეოს ავტორი: უმარ გულიევი.


ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სადაც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ლარსიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელია,

მასალების გადაბეჭდვის წესი