ახალი ამბები

თუ გახარია ოპოზიციაში წავა, პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება – ელისაშვილი

22 მარტი, 2021 •
თუ გახარია ოპოზიციაში წავა, პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემთხვევაში უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება.

ამის შესახებ ელისაშვილმა გახარიას განცხადებაზე კომენტირესებისას თქვა. გახარის თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

“რამდენადაც მე ვიცი, გიორგი გახარია ფიქრობს პარტიის შექმნას და გარკვეულ კონსულტაციებსაც აწარმოებს. უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და თუ ვიხილავთ მას კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერად”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი