ახალი ამბები

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია თითქმის გაორმაგდა — სამინისტრო

20 მარტი, 2021 •
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია თითქმის გაორმაგდა — სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა.

“2020 წლის აღრიცხვის მიხედვით, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობა, ხსენებულ ტერიტორიებზე 690 ინდივიდს აღწევს, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების თავდაუზოგავი და აქტიური საქმიანობის შედეგია”, — აღნიშნავს უწყება.

სამინისტროს მონაცემებით, 2004 წლისთვის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვების რაოდენობა 180-ს შეადგენდა. ამავე გრაფიკის თანახმად, ბოლო 16 წლის მანძილზე ყველაზე დიდი მატება 2014-2016 წლებში აღინიშნა.

✅ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია, ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა

? 2020 წლის აღრიცხვის…

Posted by გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო on შაბათი, 20 მარტი, 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი