ახალი ამბები

“ყოველ შემდგომ შეხვედრაზე იდებოდა “არაფრის” გაუარესებული ვერსია” – ჯაფარიძე მოლაპრაკებებზე

19 მარტი, 2021 •
“ყოველ შემდგომ შეხვედრაზე იდებოდა “არაფრის” გაუარესებული ვერსია” – ჯაფარიძე მოლაპრაკებებზე

“გირჩ – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობის ოპოზიციაზე დაკისრება და მინიშნებები იმაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე სერიოზული წინადადებები იყო, არასწორია.

ჯაფარიძის თქმით, პროცესში არ გამოკვეთილა წინადადება, რაშიც ღირდა ოპოზიციის ბოიკოტის გაცვლა:

“ისრების ნებისმიერი გადმოტანა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე ისევე როგორც, ნებისმიერი თუნდაც ირიბი მინიშნება თითქოს მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა გარდა ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა არის მინიმუმ უსინდისობა” – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

მისი თქმით, საკითხებს შორის არ იყო პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, არ იყო შემოთავაზებული საარჩევნო ადმინისტრაციის მისაღები დაკომპლექტების წესი, არ იდო მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა და ძალაუფლების დანაწილების ხედვა:

“მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე; მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი; მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, იდო არაფერი – ჰაერი; მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა, იდო არაფერი. რეალურად არ იდო არაფერი…” – ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ “არაფრის” გაუარესებული ვერსია:

“გაუარესება ხდებოდა ოცნების მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის) ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ოცნების მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური.

ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმე საათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს არც აპირებდა ფეხზე ჰკიდია შარლ მიშელი ჩაერევა თუ მიშელ ობამა. СВР რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ, ესაა მოცემულობა” – აცხადებს “გირჩის” ლიდერი.

ამასთან, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ არცერთი პარტია არ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე.


“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის  შეხვედრა გუშინ 18 მარტს 9 სააათზე მეტხანს გრძელდებოდა, თუმცა  შეთანხმების გარეშე დასრულდა.

როგორც მოლაპარაკებების მედიატორმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადენელმა კრისტიან დანიელსონმა მოლაპრაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, ის ბრიუსელში ბრუნდება.

მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა – დანიელსონი ბრიუსელში ბრუნდება

მასალების გადაბეჭდვის წესი