პოლიტიკური პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალური ქსელის საშუალებით განცხადებას ავრცელებს, სადაც სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ ქვეყანაში შემოსული ვაქცინების ნაწილი, გადაეცეს ცხინვალისა და სოხუმის სამედიცინო პერსონალს.
“მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს: ქვეყანაში შემოსული ვაქცინების 5 % გადაეცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და მომუშავე სამედიცინო პერსონალს – ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც შიშველი ხელებით ებრძვიან პანდემიას გალისა თუ ახალგორის რაიონში, სოხუმსა თუ ცხინვალში.
ეს საქართველოა და მათი დახმარება და თანადგომა ჩვენი სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის უპირველესი ვალია”, – ნათქვამიმა ხაზარაძის მოწოდებაში.
ნეტგაზეთმა გასულ კვირას მოამზადა მასალა დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვაქცინაციის პროცესის დაწყების გაჭიანურების შესახებ. აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსული ვაქცინა სპუტნიკ V-ით ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.
ქართველი მკლევრების შეფასებით, ეს ფაქტი, მათ შორის მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთისთვის დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჯანმრთელობა არაპრიორიტეტულია.