სომხეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღად 20 ივნისი დაასახელა.
18 მარტს, ოპოზიციური პარტიიის, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერთან, გაგიკ წარუკიანთან შეხვედრის შემდეგ ფაშინიანმა ფეისბუკზე გამოაცხადა ახალი არჩევნების თარიღი.
წარუკიანთან შეხვედრას წინ უძღოდა კიდევ ერთ ოპოზიციონერ ლიდერთან, ედმონ მარუკიანთან შეხვედრა.
ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის 10 ნოემბერს, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა 2021 წელს — მას შემდეგ, რაც გენშტაბის მეთაურ ონიკ გასპარიანისა და 40-მდე სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადება გავრცელდა, სადაც ისინი ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ.
ფაშინიანმა განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა. გასპარიანი ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პარალელურად, ერევანში პერიოდულად იმართება ოპოზიციისა და მთავრობის მხარდამჭერების საპროტესტო აქციები.
ნიკოლ ფაშინიანის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობების სფეროში არმენ ხარატიანი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებდა, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთ-ერთი გამოსავალი არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
რა არის გამოსავალი სომხეთის კრიზისიდან – ინტერვიუ არსენ ხარატიანთან