ახალი ამბები

ეს კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა — მერია ვაშლიჯვრის მეწყერზე

18 მარტი, 2021 •
ეს კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა — მერია ვაშლიჯვრის მეწყერზე

თბილისის მერის მოდგილე ირაკლი ბენელიანი ამბობს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე განვითარებული მეწყერის გამომწვევი მიზეზი ერთ კონკრეტულ ფაქტს არ უკავშირდება.

„ეს რაიმე კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ არის მომხდარი, ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე სამუშაოები, ასევე ბუნებრივი ფაქტორების გათვალისწინებით. შესაბამისად, ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ამ მეწყერული პროცესების გააქტიურება სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა და ჩვენ 24-საათიან რეჟიმში, ფორსმაჟორულ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოვხსნათ,“ — აცხადებს ბენდელიანი.

დღეს, 18 მარტს გამართულ ბრიფინგზე ბენდელიანს ჟურნალისტებმა არაერთხელ ჰკითხეს, თუ ვისი პასუხიმსგებლობაა მომხდარი. ბენდელიანი პასუხობს, რომ ამის დადგენისთვის ჯერ აუცილებელია კვლევების ჩატარება.

ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ მერია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე განვითარებულ მეწყერზე, თუმცა კონკრეტულ ქმედებებამდე აუცილებელია კვლევა-პროექტირება დასრულდეს.

დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, ბენდელიანმა თქვა, რომ მუშაობაში შესაბამისი სამსახდურები და დარგის სპეციალისტები სახელმწიფო სტრუქტურებიდან ოპერატიულად უკვე ჩაერთნენ.

„არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან, რომ უპრიველესად მომხდარიყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც იცით, რომ რამდენიმე დღის წინ მოსახლეობამ მერიას შეატყობინა და მოხდა ამ ქუჩის გადაკეტვა. ასევე, მათი რეკომენდაცია, რომ მოხდეს ამ მეწყერული მოვლენების მონიტორინგი, რაც მიმხდინარეობს პირველივე წუთიდან. ასევე, მათი რეკოემნდაციაა, რომ მოხდეს დეტალური კვლევა, პროექტირება და უკვე ამის შემდგომ შესაბამისი სამუშაოების განხორციელბა.

ახლა ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე, რაც უახლოეს დღეებში დასრულდება და გვექნება ჩვენ უკვე პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ასევე დამატებიტ შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო კვირაშ ჩვენი გერმანელი ექსპერტები, გეოინჟინერები ჩამოგვყავს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს,“ — განმარტავს ბენდელიანი.

მისივე თქმით, ახლა პირველადი ამოცანაა, რომ მაჭავარიანის ქუჩა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, რადგან ის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საგზაო კვანძია. როგორც მერის მოადგილე დასძენს, ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც მერია დარწმუნდება, რომ ამ ქუჩაზე გადაადგილება იქნება სრულად უსაფრთხო.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ მანდ მერიის მიერ განხორციელებული პროექტები, ვგულისხმობს მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას — ამ სამუშაოების დაწყებამდე დეტალური პროექტი იყო  გაკეთებული, იყო გეოლოგების დაკსვნები, იყო ექსპერტიზები განხორციელბული და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ამ სამუშაოების დაწყება,“ — ამატეს ბენდელიანი.

შემდეგ კი მოუწოდებს მედიას, ნუ შექმნიან ისეთ ფონს, „თითქოს რაღაც ისეთი ხდება, რის დამალვასაც მერია ან სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ“.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის დირექტორი, გეოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწა. თუმცა, ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მიწის მასა.

დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მიწა, შეკავება შეუძლებელია — თეა გოდოლაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი