„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი ბექა დავითულიანი ნიკა მელიაზე საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობს და მას „11 0000-ევროიან პატიმარს“ უწოდებს.
დავითულიანს დღეს ჟურნალისტებმა ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტისა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შესახებ ჰკითხეს. მათ შორის, გაახსენეს ღარიბაშვილის განცხადება, სადაც თქვა, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, ხოლო ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.
„პოლიტმრები ქვეყანაში რომ არ გვყავს, ეს არის ფაქტი, ვინაიდან იმას, ვისაც დღეს ოპოზიცია პოლიტპატიმარს უწოდებს, შეუძლია 11 ათასი ევრო გადაიხადოს და გარეთ გამოვიდეს. 11 000-ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის“, — აცხადებს აღნიშნულ კითხვაზე დავითულიანი.
შემდეგომი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება — პრემიერი