ახალი ამბები

გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო” დატოვა

7 მარტი, 2021 • 761
გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო” დატოვა

გოგი წულაია პარტია “თავისუფალი საქართველო”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანათავმჯდომარეა, დატოვა. ამ საკითხზე განცხადება მან მედიასთან, ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ განაცხადა.

“ამ წუთას [ჩემი] თვითრეალიზებისთვის, გამარჯვებაში წვლილის შეტანისთვის თავისუფლად უფრო მეტს გავაკეთებ”, – განაცხადა წულაიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იხილავენ თუ არა მას მომავალში რომელიმე პარტიის წევრად, გოგი წიულაიამ განაცხადა, რომ იგი ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

“რა თქმა უნდა, შესაძლოა მიხილოთ სხვა პარტიაში. შესაძლოა არსებულ პარტიაში, შესაძლოა მე თვითონ შევქმნა, ვნახოთ”, – აცხადებს გოგი წულაია.


გოგი წულაია პოლიტიკაში 1980-იანი წლების მიწურულს ჩაერთო. იგი აქამდე პარია “თავისუფალი საქართველოს” წევრი იყო, რომელიც კახა კუკავასთან და სხვა პირებთან ერთად დააფუძნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი