პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ეკატერინე იმედაძეს და ნათია კუკულაძეს დაუჭირა მხარი.
პრეზიდენტმა პარლამენტს, ჯამში, 6 კანდიდატი (ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე, თამარ ჭელიძე, ნათია კუკულაძე, ირაკლი ბუთბაია, ოლია ვოტი) წარუდგინა, რომელიც მთავრობამ შეარჩია და კანდიდატების სია პრეზიდენტს პარლამენტისთვის წარსადგენად გაეგზავნა.
ეკატერინე იმედაძეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 81 ხმით, ხოლო ნათია კუკულაძეს — 79 ხმით.