ახალი ამბები

გომელაურს ახალი მოადგილე ჰყავს

15 მარტი, 2021 •
გომელაურს ახალი მოადგილე ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტან გომელაურს ახალი მოადგილე ჰყავს. შსს-ს ინფორმაციით, ალექსანდრე დარახველიძე ამავდროულად სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება.

უწყების ცნობითვე, დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2018-2019 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.
2009-2012 წლებში დარახველიძე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. გომელაურს, ჯამში, ხუთი მოადგილე ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი