ახალი ამბები

პაატა იმნაძე კორონავირუსის ვაქცინით აიცრა

15 მარტი, 2021 •
პაატა იმნაძე კორონავირუსის ვაქცინით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის ვაქცინით აიცრა.

ვაქცინა „ასტრაზენეკას“ წარმოების იყო.

„ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს შემოვიდა.

“ასტრაზენეკას” შემთხვევაში აცრილი იქნება 43 200 ადამიანი და უკვე მეორე დოზით ისინი მას შემდეგ აიცრებიან, როცა ჩვენ დამატებით მივიღებთ “ასტრაზენეკასგან” დოზებს. ეს ასევე შეთანხმებულია საბჭოსთან და გვაქვს დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად შემოვა მეორე ვაქცინა.

ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად და დაჩქარებულ რეჟიმში ავცრათ უფრო დიდი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეებისა და ექიმების. 6-12 კვირამდე ვადა გვაქვს იმ პროტოკოლით, რითაც “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია ხდება. იმ გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც უკვე გამართულია, გვაქვს იმის დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოატანა”, — თქვა მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი