ახალი ამბები

ბასილაშვილმა ფედერერს მოუგო

11 მარტი, 2021 • 1869
ბასილაშვილმა ფედერერს მოუგო

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს #6 ჩოგანი, 39 წლის როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ბასილაშვილმა ფედერერს სამ სეტში სძლია ანგარიშით 3-6, 6-1 და 7-5. ბასილაშვილი-ფედერერის მატჩი დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში გაიმართა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში იგი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100,000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის გამო. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.

ჯერჯერობით სასამართლო განხილვები არ დასრულებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი