აბაშაში დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ქალის გაუპატიურება ედება.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა.
სამართალდამცველებმა კაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ეს დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.