ახალი ამბები

გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო

10 მარტი, 2021 • 799
გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო

იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის მოსამართლის ფიცი დადო. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი დღეს, 10 მარტს გაიმართა.

გოჩა ლორთქიფანიძემ ფიცი 6 ახლად არჩეულ მოსამართლესთან ერთად დადო.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მოგვიანებით შეუდგებიან. ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებმოსილების განხორცილებამდე, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას.

გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ჰააგაში ჩვენს ქვეყანას წარმომადგენელი დღემდე არასოდეს ჰყოლია. არჩევნები გასული წლის 19 დეკემბერს გაიმართა. გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე 9 წლის ვადით იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი