ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC), ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის დაკავების ორდერები გამოსცა.
ICC-მ ასევე გამოსცა „ჰამასის“ სამხედრო მეთაურ მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერი, თუმცა ისრაელის თანახმად, ის ივლისში ღაზაში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. პროკურატურას თავდაპირველად შეტანილი ჰქონდა მოთხოვნა „ჰამასის“ ორი სხვა მაღალი რანგის ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და იაჰია სინვარის დაკავების ორდერზე, თუმცა მათი გარდაცვალების დადასტურების შემდეგ, მიმართვები გაუქმდა. დეიფის შემთხვევაში ICC-ის პროკურორი აცხადებს, რომ აგრძელებს ინფორმაციის შეგროვებას მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ისრაელი, ისევე როგორც მისი მთავარი მოკავშირე აშშ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, თუმცა მისი იურისდიქცია ვრცელდება ღაზის სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმზე, ისევე, როგორც დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ, რაც პალესტინელი ლიდერები ფორმალურად დათანხმდნენ სასამართლოს პრინციპებს 2015 წელს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებდა ისრაელისა და „ჰამასის“ ქმედებებს გასული სამი წლის განმავლობაში.
ჰააგის პროკურორი ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გამოცემას ითხოვს