ახალი ამბები

დღეს “იმედზე” ბერას ინტერვიუ გავა

9 მარტი, 2021 • 2315
დღეს “იმედზე” ბერას ინტერვიუ გავა

ტელეკომპანია “იმედის” განცხადებით, 22 საათზე გადაცემაში “იმედის” ფაქტორი ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავა.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ტელეკომპანია “პირველის” მიერ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ პირველად გამოჩნდება.

6 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებში, ტელეკომპანია “პირველის” ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია იმ ადამიანების სხვადასხვა ფორმით დასჯასა და ბოდიშის მოხდის იძულებაზე, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი/უცენზურო კომენტარები დაწერეს. ჩანაწერების თანახმად, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილი კონსულტაციებს გადის როგორც ანზორ ჩუბინიძესთან, ისე ირაკლი ღარიბაშვილთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 9 მარტს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. უწყების თქმით, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებზე, რომელიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრებს შეიცავს, გამოძიება ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების მუხლით დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი