ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საოკუპაციო ხაზთან პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავება – სუს

7 მარტი, 2021 • 1010
საოკუპაციო ხაზთან პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავება – სუს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 7 მარტს, ქართულმა პოლიციამ ხელი შეუშალა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს.

შემთხვევა სოფელ ხურვალეთში მოხდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, “ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა”.

“7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა.

უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა”, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სოფელი ხურვალეთი შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს შეზღუდული აქვს საკუთარი ბაღებისა თუ წინაპრების საფლავების მონახულება.

სოფელში ხშირია საქართველოს მოქალაქეების დაკავები ფაქტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი