ახალი ამბები

ჩვენ მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, მართლა არ ვიცი — გომელაური ქობულეთში გარდაცვლილ 14 წლის გოგოზე

5 მარტი, 2021 • 1134
ჩვენ მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, მართლა არ ვიცი — გომელაური ქობულეთში გარდაცვლილ 14 წლის გოგოზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ არ იცის, მის უწყებას მეტი რა უნდა გაეკეთებინა ქობულეთში 14 წლის გოგოს საქმესთან დაკავშირებით.

“ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე… ერთი თვით ადრეც იყო მოსული, ბიძებმა მოიყვანეს და დაწერა, რომ მე ჩემი ნებით ამ ადამიანთან… მიყვარს ეს ადამიანი და ა.შ. იყო თემები და დეტალებში აღარ ჩავალ. სამწუხაროდ, ასეთი უბედურება მოხდა. მერე აღმოჩნდა თურმე, რომ ოჯახშიც ცალკე მსხვერპლია, რა თქმა უნდა, არასრულწლოვანი იყო და ეს ცალკე უბედურება იყო. ეს ადამიანი დაიკითხა სოცმუშაკთან ერთად, თავის ოჯახის წევრებთან ერთად და ჩვენ მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, მართლა არ ვიცი, უბრალოდ”, — განაცხადა გომელაურმა.


10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგომ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ მისი გაუპატიურება უძღოდა. გოგოს დაღუპვიდან მალევე მისი გაუპატიურების ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს. თუმცა, სავარაუდოდ, დანაშაულის შესახებ პოლიციამ მანამდეც იცოდა, რადგან დანიშნული იყო ექსპერტიზა.  ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს 14 წლის დაღუპული გოგოს ბაბუაც.

რა (არ) გააკეთა გამოძიებამ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი