ნეტგაზეთი | არ მაქვს კითხვა, მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და გითხრათ მადლობა – წულუკიანი გომელაურს არ მაქვს კითხვა, მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და გითხრათ მადლობა – წულუკიანი გომელაურს – Netgazeti
RU | GE  

არ მაქვს კითხვა, მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და გითხრათ მადლობა – წულუკიანი გომელაურს

პარლამენტის წევრმა თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს “მინისტრის საათის” ფორმატში მოსმენისას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასთან კითხვა არ აქვს.

წულუკიანის თქმით, გომელაურის ადგილზე თავი ხშირად დაუყენებია და უთქვამს, რომ მასსავით ჰუმანურად და  მაღალი სტანდარტით საქმისთვის თავის გართმევას “ალბათ ვერ შეძლებდა”.

“მე არ მაქვს კითხვა, მე მინდა საჯაროდ ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც ყოფილმა იუსტიციის  მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა, თითოეულ პოლიციელს, მაშველს, მესაზღვრეს, თქვენი დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელს და პირადად თქვენ გითხრათ მადლობა გაწეული სამსახურისთვის, შემართებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში მე დამიყენებია ჩემი თავი თქვენს ადგილას და მითქვამს: არა, მე ამას ასე ადამიანურად, ჰუმანურად და ალბათ, მაღალი სტანდარტით ვერ შევძლებდი-მეთქი.

ასევე, ჩვენ ერთადაც გვიმუშავია და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ აქ ბევრი დეპუტატი კარგად გიცნობთ, მაინც ვთვლი, რომ ის გამოცდილება, რაც არის, იყო კოლეგა, სხვა გამოცდილებაა და ვიცი, რომ თქვენ ძალღონეს არ იშურებთ იმისთვის, რომ პოლიცია იყოს მოწოდების სიმაღლეზე და მადლობა თქვენ”, – განაცხადა წულუკიანმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი