ახალი ამბები

5-თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ქართულ-ოსური შეხვედრა გაიმართება

4 მარტი, 2021 • 731
5-თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ქართულ-ოსური შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის[IPRM] 98-ე შეხვედრა 5 მარტს, 11 საათზე გაიმართება.

როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყების წარმომადგენლები “მკაცრად მოითხოვენ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ლაშა ხეთერელის და რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას”.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს და ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც უკიდურესად აზიანებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს”, — აღნიშავს სუსი.

IPRM-ის ბოლო შეხვედრა ერგნეთში გასული წლის სექტემბერში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი