ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატს ბრალი წაუყენეს

4 მარტი, 2021 • 1218
სომხეთში ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატს ბრალი წაუყენეს

სამგზის პარლამენტარს, ექსპრემიერ ვაზგენ მანუკიანს, — რომელიც ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის, „სამშობლოს ხსნის მოძრაობის“ პრემიერობის საერთო კანდიდატია, — ბრალი წაუყენეს.

მანუკიანს ბრალი წაუყენეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით, რაც „საკონსტიტუციო წესრიგის დამხობისკენ საჯარო მოწოდებას“ გულისხმობს. მას 4 მარტს ხელწერილი დაადებინეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.

ბრალდება უკავშირდება მანუკიანის მიერ თებერვალში გაკეთებულ განცხადებებს — 20 თებერვალს მან თქვა, რომ ოპოზიციას ორი გეგმა ჰქონდა, რომელთაგან ერთ-ერთია „ძალაუფლების სწრაფად ხელში ჩაგდება“.

მანუკიანი და ოპოზიცია ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. უკვე თვეებია, ისინი ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ბოლო პერიოდში სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება.

რა არის გამოსავალი სომხეთის კრიზისიდან – ინტერვიუ არსენ ხარატიანთან

მასალების გადაბეჭდვის წესი