ახალი ამბები

ენმ-ის ოფისის დაზიანების ბრალდებით გორში მე-4 პირი დააკავეს

3 მარტი, 2021 • 677
ენმ-ის ოფისის დაზიანების ბრალდებით გორში მე-4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ენმ-ის ოფისის დაზიანების ბრალდებით გორში კიდევ ერთი პირი დააკავეს. 1994 წელს დაბადებული ბრალდებული ამ საქმეზე უკვე მეოთხე დაკავებულია, რომელსაც პოლიცია სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა. აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დააკავა”,-წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება  3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს 2 მარტს დაესხნენ. როგორც ნეტგაზეთს “ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, ეს არის აღნიშნულ ოფისზე მეექვსე თავდახმის შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი