ახალი ამბები

გამყრელიძე: მოლაპარაკებები მიმდინარეობს “ნოვავაქსის” ვაქცინაზეც

2 მარტი, 2021 • 881
გამყრელიძე: მოლაპარაკებები მიმდინარეობს “ნოვავაქსის” ვაქცინაზეც

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გუშინ საქართველომ “კოვაქს” პლატფორმისგან მიიღო შეთავაზება ამერიკული წარმოების “ნოვავაქსის” ვაქცინის მიღებაზე, რომელიც პლატფორმაზე დაახლოებით ორ თვეში განთავსდება.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნული ფორმატის გარდა, მოლაპარაკებები “ნოვავაქსის” ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებაზე მიმდინარეობს პრეპარატის მწარმოებელ კომპანიასთანაც:

“ჩვენ გუშინ მივიღეთ შემოთავაზება “კოვაქს” პლატფორმისგან, რომ მეორე ძალიან პერსპექტიული ვაქცინა, გარდა “ასტრაზენეკასი”, ასევე ახალი ამერიკული “ნოვავაქსი” განთავსდება დაახლოებით 2 თვის შემდეგ პლატფორმაზე და გვეკითხებიან, მზად არის თუ არა საქართველო.

ეს არის ახალი ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს და გარდა ამ ფორმატისა, გვაქვს მოლაპარაკება მის მწარმოებელთან დამატებითი დოზების მიღებაზე. დარმუწნებული ვარ, გარდა “კოვაქსისა” პარალელური რეჟიმით, მეორე ინოვაციურ ახალ ვაქცინასაც  მივიღებთ”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

Novavax-ის ვაქცინამ ბრიტანულ კვლევაში 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

მასალების გადაბეჭდვის წესი