ახალი ამბები

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში 20:00 საათზე გაიმართება

1 მარტი, 2021 • 571
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში 20:00 საათზე გაიმართება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს,  20:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის მედიაციით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეხვედრა შესთავაზა.

განცხადება ამის შესახებ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული განცხადების შემდეგ წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი