ნეტგაზეთი | ოპოზიცია მზად არის მიშელის მედიაციით ხელისუფლებასთან დიალოგისთვის – სამნიძე ოპოზიცია მზად არის მიშელის მედიაციით ხელისუფლებასთან დიალოგისთვის – სამნიძე – Netgazeti
RU | GE  

ოპოზიცია მზად არის მიშელის მედიაციით ხელისუფლებასთან დიალოგისთვის – სამნიძე

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიცია მზად არის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის. ამის შესახებ სამნიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა.

“ჩვეც გვქონდა ამაზე საუბარი, თუმცა ველოდებოდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას. ოპოზიცია მზად არის იმისთვის, რომ ეს შეხვედრა შედგეს”, – განაცხადა სამნიძემ.

სამნიძის თქმით, ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი კონკრეტული დრო და ადგილი, თუმცა, “რადგან ამ შეხვედრის ინიციატორი მიშელია, სავარაუდოდ, ის გადაწყვეტს ამ დეტალებსაც”.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის მედიაციით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეხვედრა შესთავაზა.

განცხადება ამის შესახებ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული განცხადების შემდეგ წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა.

მიშელის მედიაციით, ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იგეგმება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი