ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 17 947 ტესტი, გამოვლინდა 160 შემთხვევა – 1 მარტი

1 მარტი, 2021 • 523
ჩატარდა კორონავირუსის 17 947 ტესტი, გამოვლინდა 160 შემთხვევა – 1 მარტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 409 ადამიანი, ხოლო ჩატარდა 17 947 ტესტი.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.9 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.44%“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი 160 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 73
  • აჭარა – 17
  • იმერეთი – 33
  • ქვემო ქართლი – 5
  • შიდა ქართლი – 3
  • გურია – 9
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9
  • კახეთი – 6
  • მცხეთა-მთიანეთი – 3
  • სამცხე-ჯავახეთი – 1
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 849, საიდანაც 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  719, აჭარაში – 173, იმერეთში – 278.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 103, აჭარაში – 31, იმერეთში – 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 58, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 – თბილისში, 43 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 101, ხოლო აჭარაში – 25“, – ამბობს მთავრობა და დასძენს, რომ ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 6 816 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი